მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები თუ აქტივობები ხშირად იმართება. ამჯერად კი პროექტი - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მიმდინარეობს.
მას შვედეთის ქალაქ ჰუდიკსლავის ორგანიზაცია „გლადა ჰუდიკ თეატრი" ახორციელებს. მისი საშუალებით ბავშვები დაინახავენ, რომ ამ სამყაროში ყველა ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობა და უნარი აქვს. მისი სამიზნე ჯგუფი მე-4, მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები არიან.
სკოლაში მის მიმდინარეობას ნაზიბროლა ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.
პროექტში მოსწავლეები თავიანთი სურვილითა და მშობლების მხარდაჭერით ჩაერთნენ. გაიმართა პირველი შეხვედრა - „მთავარი ღირებულებები“. მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ. თავდაპირველად, დაასახელეს მთავარი ღირებულებები, ისაუბრეს ისეთ ცნებებზე, როგორიცაა დემოკრატია, პატივისცემა, ადამიანობა, ანგარიშის გაწევა, თანაგრძნობა, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, პასუხისმგებლობა, დისკრიმინაცია და თანასწორად მოპყრობა, იმუშავეს ჯგუფებში, წარმოაჩინეს თავიანთი შეხედულეები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს