მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში, მე-3ბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, 26-ოქტომბბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პროექტზე - „ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ იმუშავა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ამერიკელი მწერლის - ანე-კატერინე ვესტელის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ წაიკითხეს. მასწავლებელმა ზღაპრის შინაარსზე დაყრდნობით, ვიქტორინა შეადგინა, რომელშიც მონაწილეობა ყველა მოსწავლემ მიიღო. ბავშვები ხუთ ჰომოგენურ ჯგუფში გაერთიანდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ჯგუფმა თითქმის, თანაბარი ცოდნა გამოავლინა, თუმცა გამარჯვებულის ტიტული მესამე ჯგუფმა მოიპოვა, რომლის წევრებსა დიპლომი გადასცეს. ბავშვებმა დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის და ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს