მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ იჭირიაულმა გივი სულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლემ 38 კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა.
ნიკოლოზ იჭირიაული თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავის“ სპორტსმენი და ფშაველის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა.
გივი სულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 18 დეკემბერს, დაბა წყნეთში, გაიმართა.
სკოლაში ნიკოლოზის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს ნიკოლოზს, ტურნირის მონაწილე სხვა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე