მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელ მანანა ხობუასთან ერთად, სასწავლო პროექტი ,,ვიმოგზაუროთ საქართველოში’’ განახორციელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მთავარი იდეა მოიცავდა პრაქტიკაზე დაყრდნობით საქართველოს კუთხეების შესწავლას.
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა მოინახულეს სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი რეგიონი ასპინძის მუნიციპალიტეტი და მათ კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს გაეცნენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს გაუღვივოს ინტერესი საქართველოს ისტორიის შესწავლის მიმართ, ხოლო პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებით სწავლის მოტივაცია გაიუმჯობესონ. ასევე მოსწავლეებს განუვითარდათ დაკვირვებისა და ლოგიკური აზროვნების უნარი.
პროექტის დასასრულს მოზარდებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თითოეული კუთხის პრეზენტაცია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.