მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებისთვის აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, 19 დეკემბერს, სკოლაში, ლიტერატურული კლუბი და ლიტერატურული კლუბის ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომლის წევრებიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები არიან. ბიბლიოთეკა კი გამომცემლობის „ინტელექტი“, „არტანუჯი“ , „პალიტრა L“ და „სულაკაურის გამოცმემლობა“ მხარდაჭერით შეიქმნა.
სკოლაში ლიტერატურული კლუბის არსებობის უმთავრეს მიზანს მკითხველი საზოგადეობის გაზრდა და წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ლიტ-კლუბი, ექსკლუზიურად, მხოლოდ „მკითხველი“ მოსწავლეებისთვის არ არის შექმნილი.
ის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს აერთიანებს და ზოგადი ლიტერატურული პროცესების ახსნის, წაკითხულის გაზიარებისა და პრობლემებზე სადისკუსიო სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს.
კლუბისა და ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც მთავარი მიზნიდან გამომდინარე დაიგეგმა და ლიტერატურას, კითხვასა და წიგნიერებას მიეძღვნა. ასევე პარალელურ რეჟიმში რამდენიმე, საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო.
„საზეიმო განწყობის შესაბამისად მორთულ და გაფორმებულ სკოლის ბიბლიოთეკაში მეოთხე, მეხუთე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს ხმამაღლა წავუკითხეთ წიგნები და ვიმსჯელეთ ავტორების, პერსონაჟებისა და თხრობის თავისებურებების შესახებ“,- გვიყვებიან სკოლაში.
პარალელურად, კლუბის წევრი უფროსკლასელები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით შერჩეული წიგნებით ყველა კლასს ესტუმრნენ. აქტივობამ „უფროსები ვუკითხავთ უმცროსებს“ ყველა საკლასო ოთახი მოიცვა.
ღონისძიების მეორე ნაწილში, XI კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ მჭედლიძემ, კლუბის რუბრიკის - „რასაც დღეს ვკითხულობ“ ფარგლებში. პრეზნეტაცია - „ნიცშე და ნიცშეანური ფილოსოფია“ წარადგინა, რომელსაც უფროსკლასელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. დასკვნითი ღონისძიების სახით კი ლევან ბერძენიშვილის ლექციის - „მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობის” ჩანაწერის ჩვენება გაიმართა. სკოლის საზოგადოებამ დრო ნაყოფირად და საინტერესოდ გაატარა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.