სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
22-12-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

I კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაციები თემაზე - გონიერი რობოტუნები  „რობი და ბოტი“.

კომპლექსური დავალება პირველკლასელებს მათემატიკის მასწავლებელმა, მანანა წულაია შესთავაზა, Iგ კლასის დამრიგებელი კი 
იზა შავგულიძე გახლავთ. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები - გამოკლება, რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია? 5-მდე შევსება,10-მდე შევსება.

მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რა მოქმედებას ასრულებს რობი და ბოტი შედეგის მისაღებად და რა რაოდენობის ბურთები უნდა ჩავარდეს, რომ ყოველთვის გაზარდონ ან შეამცირონ მოცემული რაოდენობა.  ასევე, მათ საკუთარი ხელით შექმნილი ჭკვიანი სათამაშოებიც წარმოადგინეს და სახელი დაარქვეს, მათემატიკური თამაშიც თავად მოიფიქრეს, რომლის მეშვეობითაც მეგობრებთან ერთად, ითამაშეს კიდეც.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან გაკვეთილის მიზანი მიღწეულია, ბავშვებმა, 10-ის ფარგლებში რიცხვების და რაოდენობის ამოცნობა შეძლეს და მათ შორის კავშირი დაინახეს. შეკრება, გამოკლება, რიცხვების ტოლობა, მეტობა- ნაკლებობა ცნებების სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება, მიმატება-გაზრდა, გამოკლება-შემცირება. დავალების მთავარი მიზანი, სწორედ, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით უნარების გამოვლენა იყო, რასაც მიაღწიეს.

„მთელი გაკვეთილი სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეთა მოტივაცია მაღალი იყო, მასწავლებლების უკუკავშირი კი მიზნობრივი და პოზიტიური“, - გვეუბნებიან სკოლაში.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და I კლასის მშობელთა კომიტეტის წევრები, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ სწორედ თამაშის ელემენტებით ჩატარებული გაკვეთილები არის მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და სახალისო. ხოლო ამ გზით მიღებული ცოდნა კი უფრო ხარისხიანია.

„ეს ბავშვები არიან ყოჩაღები ყოჩაღი სკოლიდან“, - ასე აფასებენ მშობელთა კომიტეტის წევრები ბავშვებს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური დავალებები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის  და უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ახალ ინფორმაციას მეტად საინტერესოდ ეცნობიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა


თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 6 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე

ვის აქვს მანდატურად მუშაობის უფლება - ვადები, დოკუმენტები და ყველა სხვა დეტალი

რომელ საგნებში გამოიყენება არადიფერენცირებული შეფასება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა კურიკულუმებიუნდა შეადგინონ

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას აქტიურად ზრუნავს



ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა

საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება