მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში კინოკლუბი - „ვუყურებთ ქართულს“ დაფუძნდა.
კინოკლუბში ყოველ ოთხშაბათს მოსწავლეებისათვის ეწყობა ქართული ფილმის ჩვენებები.
კინოკლუბის მიზანია სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში ქართული ფილმების ცნობადობის გაზრდა, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და კინოხელოვნების პოპულარიზაცია.
მოსწავლეებმა უკვე ნახეს ფილმები - „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „იმერული ესკიზები“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „პირველი მერცხალი“, „მაგდანას ლურჯა“, სემესტრის ბოლოს კი „კუჩხი ბედინერი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კინოჩვენებების დასაწყისში პედაგოგი - მერი თორთლაძე მოსწავლეებს უმასპინძლდებოდა პოპკორნით, ფილმების შემდეგ ეწყობოდა დისკუსია, მოსწავლეები ავლებდნენ პარალელებს იმ დრომდე ნანახ ფილმებთან და ერთად არჩევდნენ მომდევნო ფილმს.
კინოკლუბის ხელმძღვანელი მერი თორთლაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა