მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობაა. მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი სცენიდან მიულოცეს.
მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, დღე გაალამაზეს და დრო ხალისიანად გაატარეს. სანახაობის მოწყობაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო.
კლასის დამრიგებელი იამზე ფანცულაია ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, მშობლებს, მასწავლებლებს და მთელ ხელმძღვანელობას უდიდეს მადლობა უხდის.
„საახალწლო განწყობა ადრიანად შევიქმენით, დღეს ჩემმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა სცენიდან მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. დღევანდელ დღეს, ჩემი პატარების გარდა ბევრი გმირი ჰყავს, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ პატარა სანახაობის მოწყობაში. მადლობა, თითეულ მათგანს - მშობლებს, ჩემს კოლეგებს, სკოლის ხელმძღვანელობას და ჩვენს მეკვლეს. ფეხბედნიერი იყოს ეს წელი თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის! თქვენ, ჩემო პატარებო, ძალიან ბევრი ბედნიერი, წარმატებული და ჯანმრთელობის მომტანი წელი გაგითენდეთ. სულ, სულ ბედნიერი მინდა იყოთ!“,- აღნიშნავს იამზე ფანცულაია.
ღონისძიების დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეების უნარებს აუმჯობესებს და მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა