მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არევიკ გაბრიელიანთან ერთად, საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართეს.
მოსწავლეებმა ყველა კლასს დაურიგეს ბუკლეტები და სთხოვეს სხვადასხვა სახის ნაძვის ხეების დამზადება.
ყველა კლასმა წარადგინა მათი შექმნილი ნაძვის ხე. მოსწავლეებმა სხვადსხვა ნივთებისგან დაამზადეს ის და თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს.
მოზარდებისთვის ძალიან სახალისო იყო ამ გამოწვევაში ჩართულობა, დიდი სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა და სასკოლო გარემოს ამაღლებული და სადღესასწაულო განწყობა შესძინეს.
ვაჩინის სკოლაში ხშირად იმართება მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი პროექტები, რომლებიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და მოტივირებისკენ არის მიმართული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა