მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო და 16 იანვარს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები თუ პედაგოგები დაისვენებენ და ძალებს აღიდგენენ.
საშობაო და ზამთრის არდადეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში მოქმედებს. მათი ხანგრძილოვობა, დაწყებისა და დასრულების თარიღი სხვადასხვანაირია. ეს, გარკვეულწილად, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როდის აღინიშნება შობა - 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს.
გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის საშობაო და ზამთრის არდადეგების ვადებს.
საფრანგეთის სკოლებში საშობაო არდადეგები 18 დეკემბერს იწყება და 2 იანვარს სრულდება. დაახლოებით, ასეა დიდ ბრიტანეთშიც, არდადეგების ვადები 19 დეკემბერი - 3 იანვარია. ესპანეთში კი 23 დეკემბერს იწყება და 6 იანვრამდე გასტანს.
რაც შეეხება აზიის ქვეყნებს, იაპონიაში საახალწლო არდადეგები 2 კვირის განმავლობაში დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველი კვირა გრძელდება. ფილიპინებში ის 19 დეკემბერს იწყება და 3 იანვარს სრულდება. ჩინეთში კი 1-3 იანვარი უქმე დღეებია, თუმცა შემდეგ უკვე, როდესაც ჩინური ახალი წელი დგება, 2-კვირიანი არდადეგებია.
კანადაში კი საშობაო არდადეგები 23 დეკემბერს იწყება და 7 იანვარს მთავრდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.