თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბებიებს ღონისძიება მიუძღვნეს
23-12-2022
დაკოპირებულია
-
+
თელავის N5 საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივი ღონისძიება გაიმართა.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ბებიები მოიწვიეს, მათ სითბო, სიყვარული და პატივისცემა აგრძნობინეს, რითაც ძალიან გაახარეს. შვილიშვილებმა მათ ყვავილები აჩუქეს, საინტერესო ნომრები შეასრულეს და სხვადასხვა ნომინაციაში დიპლომები გადასცეს.
აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„საოცარი დღე გვქონდა, ბებიებს მოვეფერეთ, მათი სითბო მათივე შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სკოლის კედლებშიც შემოვიტანეთ.
ბებიები შვილიშვილების საუკეთესო მეგობრები არიან, ბავშვები ამას შესანიშნავად გრძნობენ, ამიტომაც მოუმზადეს დღესასწაული მეოთხეკლასელებმა ამ საყვარელ ადამიანებს, კიდევ ერთხელ აგრძნობინეს სითბო, მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრებიც მიართვეს, სახალისო აქტივობაშიც ჩართეს ისინი და დიპლომებიც გადასცეს სხვადასხვა ნომინაციაში. დამდეგ შობა-ახალწელს გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო ბებიებო, ღმერთმა ჯანმრთელობა, მხნეობა და მშვიდი ცხოვრება მოგცეთ თქვენს საყვარელ შვილიშვილებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.