მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსური დავალება მე-10 კლასის მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელმა, ცაცო ბეშიძემ შესთავაზა.
კომპლექსური დავალების თემა გახლდათ „ქიმიური ბმის ტიპები“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში, განიხილეს სხვადასხვა ქიმიური ბმის წარმოქმნის მექანიზმები და შექმნეს პოსტერი.
„მოსწავლეებს შეექმნათ მკვიდრი წარმოდგენები, რომ ქიმიური ელემენტების თვისებები პერიოდულ დამოკიდებულებაშია ატომბირთვის მუხტის სიდიდესთან. ქიმიური ელემენტების თვისებები, მათი ნაერთების ფორმები და თვისებები განპირობებულია ამ ელემენტთა ატომების ელექტრონული გარსის აღნაგობით. ქიმიური ბმების ტიპებია - იონური, კოვალენტური და მეტალური ბმები, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ქიმიური ბმების გარდა, ნივთიერებებში მოქმედებს მოლეკულათაშორისი მიზიდვისა და განზიდვის ძალები, მათ შორის წყალბადური ბმა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს