მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირსა და ოლიმპიადაში საკუთარ ძალებს ხშირად ცდიან და წარმატებასაც აღწევენ. ამჯერად, კი სკოლის მე-7 გ კლასის მოსწავლემ, გიორგი გურულმა „კინგსის“, ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა. გამარჯვებულ მეშვიდეკლასელეს ოქროს მედლის გარდა, სერტიფიკატიც გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ოლიმპიადებში მონაწილეობა მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლებლობების გამოვლენის და უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ, მიღწეული წარმატება კი მოტივაციას უმაღლებთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება