მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის თავმჯდომარის - თამარ მაქაცარიას და ინგლისური ენის პედაგოგების - ეკატერინე ლუკავასა და ეკა რურუას ურთიერთთანამშრომლობით, კონკურსი - Spelling Bee ჩატარდა.
კონკურსში ობუჯის თემის N1, სამესხიოს და ჯაღირის სკოლების მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე:
როგორ სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას თუ კონკურსს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება