ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლე ამირ ასლანმა საჯარო გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა
23-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტში BUG Talks-ის კონკურსი გაიმართა, რომელშიც X-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მის მიმდინარეობაში მოსწავლე ამირ ასლანი ინტერესით ჩაერთო, თემა - „სამი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი“ წარადგინა, შესაძლებლობები გამოავლინა და გაიმარჯვა.
მონაწილეებს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელმაც სამი საუკეთესო გამომსვლელი გამოავლინა.