„პროგრესი თანასწორობაშია“- ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ვიდეორგოლმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროექტში გაიმარჯვა
23-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეები პროექტებსა და ღონისძიებებში განსაკუთრებული მონდომებით ერთვებიან.
მათ პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, საინტერესო და შემოქმედებითი ვიდეო - „პროგრესი თანასწორობაშია“, მოამზადეს. მოსწავლეებმა სათქმელი ნათლად გადმოსცეს და ქვეყნის მასშტაბით 10 გამარჯვებულ სკოლას შორის მოხვდნენ.
გამარჯვებული სკოლები განათლების სამინისტროში დაჯილდოვდნენ და მათ ფოტოაპარატები და წიგნები გადაეცათ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.