მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ პროექტში - „მეოცნებე ნიამორები“ ჩაერთნენ.
პროექტი ქალაქის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც თამაზ ცხადაძე და მერაბ კვიცარიძე ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სკოლის დირექცია გვიყვება, პროექტის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერით, გამოიცა მოსწავლეთა შემოქმედებითი ჟურნალი -„მეოცნებე ნიამორები“.
ჟურნალში, ქუთაისის სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები დაიბეჭდა. ხოლო ქუთაისის N32 სკოლის მე-11 კლასელმა, მარიამ ონიანმა პირველი ადგილი დაიმსახურა თავისი ლექსით. რჩეულთა შორის კი მოხვდა, მე-9 კლასი მოსწავლე ნია ნიქაბაძე, თავისი ნახატით.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება