მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლის XIა, XI ბ, XI გ, XIდ კლასებში, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ირმა რამიშვილმა თემაზე - „გლობალური პრობლემები და მდგრადი განვითარების მნიშვნელობა“ გეოგრაფიული კონფერენცია ჩაატარა.
მოსწავლეები, სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე არსებულ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესახებ, დიდი ინტერესითა და მონდომებით გაეცვნენ.
მოხსენებები და პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint-ში მოამზადეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენციაზე თითოეულმა მოსწავლემ მოხსენება წარმოადგინა და მეგობრებს მდგრადი განვითარების ერთი მიზანი და შესაბამისი ამოცანები გააცნო.
კონფერენციაზე ასევე, წარმოადგინეს მოხსენებები, რომელიც გლობალური პრობლემების გადაჭრისთვის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობას და მდგრადი განვითარების სოციალურ ასპექტებს ეხებოდა.
„კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, იმის შესახებ, რომ თანამედროვე გლბოალური პრობლემების გადაჭრისთვის, მდგრადი განვითარების მიზნების განხორიცელებას ერთიანი ძალისხმევითა და თითოეული ადამიანის ჩართულობით დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კონფერენციის ბოლოს, მოსწავლეებმა საინფორმაციო სტენდი გააკეთეს, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება