მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასში, მუსიკაში, საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.
კლასის დამრიგებელი თათია ივანეიშვილი გახლავთ, პრეზენტაციას კი - პედაგოგი ქეთევან რატიანი ხელმძღვანელობდა.
კომპლექსური დავალების თემა - „მექანიკური და ბუნებრივი ჟღერადობა მუსიკაში“ გახლდათ.
კომპლექსური დავალების ყველა ეტაპში მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, გაეცნენ იაპონურ საკრავებს და მათ ჟღერადობებს, სინთეზურ და ბუნებრივ ხმოვანებებს.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებბები ტექნიკური და ბუნებრივი ჟღერადობების თანაარსებობაზე სამყაროში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება