მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში, საახალწლო ტრადიციების გაცნობის მიზნით, დისტანციური გაკვეთილი დაიგეგმა და ჩატარდა.
ის მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებისა და ქართული ენის დისტანციური სკოლის მოსწავლეების (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები) მონაწილობით გაიმართა.
მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ სხვადასხვა აქტივობა გამართეს - იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები, ნახატები და აპლიკაციები წარადგინეს. გაკვეთილი ინტერაქტიული ხასიათის იყო, მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა ელექტრონული სავარჯიშოს შესრულებასა და გამოცანების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ.
გაკვეთილს ფილოლოგი, ქართული ენის დისტანციური სკოლის მასწავლებელი ირმა კრაველიძე უძღვებოდა.
„მოსწავლეებმა თავიანთი სიყვარული და მონატრება გამოხატეს თანატოლების მიმართ, ერთმანეთს გაუზიარეს საახალწლო ემოციები და იმ ქვეყნის საახალწლო წეს-ჩვეულებები, რომელ ქვეყანაშიდაც მათ ცხოვრება უწევთ. მოსწავლეებს უდიდათ ეს შეხვედრა უსასრულოდ გაგრძელებულიყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა