მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადამინების ნაწილს სჯერა, რომ ზოდიაქო ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, ვარსკვლავებს კი იმის წინასწარმეტყველება შეუძლიათ, თუ როგორი წელი გვექნება. 2023 წყლის შავი კურდღლის წელია.
საინტერესოა, თუ რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული მასწავლებლებისთვის იქნება ის განსაკუთრებით წარმატებული. ჩვენ უცხოელი ასტროლოგის მოსაზრებას გთავაზობთ, როლის მიხედვითაც პედაგოგები პრიორიტეტების სწორად დალაგებასა და კარიერული წარმატების მიღწევას შეძლებენ.
ზოგადად, ვერძი ერთ-ერთი ნიშანია, რომლის ქვეშ დაბადებული ადამინებიც მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროც ხდებიან. ამ მხრივ, 2023 წელსაც არაფერი შეიცვლება. ხშირ შემთხვევაში მათ საქმეს სიფიცხე უფუჭებს, ამიტომაც ეცადეთ, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. შესაძლოა, რომ კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით დაწინაურდეთ. მოსწავლეებთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ და ეცადეთ, რომ მათი აზრი ყოველთვის მოისმინოთ და შემდეგ გაითვალისწინოთ. თქვენთვის ვარსკვლავები ნაყოფიერ წელს წინასწარმეტყველებენ.
ლომებს წელს წარმატებული წელი ექნებათ. ცნობილია, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამინები განსაკუთრებული ენერგიულობითა და ლიდერის თვისებებით გამოირჩევიან. ამ უნარებს კი მასწავლებლები კლასშიც წარმატებით იყენებენ. თქვენთვის ეს წელი ახალი გამოწვევებით დატვირთული იქნება, ეცადეთ მოსწავლეთა მიმართ მომთმენი იყოთ, დრო მიეცით იმისთვის, რომ განვითარდნენ. შესაძლოა, კურდღლის წელში კარიერულად უფრო მაღალ საფეხურსაც მიაღწიოთ.
2023 წელი კირჩხიბი მასწავლებლებისთვის საინტერესო თავგადასავლებით სავსე იქნება. ემოციურ კირჩხიბებს დაბრკოლებების გადალახვა და თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა მოუწევთ. ეს პროფესიულ საქმიანობასაც ეხება. ეცადეთ, რომ ემოციები ზოგჯერ მაინც გვერდზე გადადოთ და საკითხს ცივი გონებით შეხედოთ. ასეთ შემთხვევაში კი მიზნის მიღწევას მარტივად შეძლებთ. საბოლოო ჯამში, როგორც ვარსკვლავები ამბობენ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პედაგოგებისთვის კურდღლის წელი წარმატებული იქნება. ამ ყველაფერს კი თქვენც ხელი უნდა შეუწყოთ და იმოქმედოთ.
კარგი წელი იქნება მორიელი მასწავლებლებისთვისაც. თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც სწავლება და ბავშვებთან ურთიერთობა სიამოვნებს, კარგ სიახლეებს ელოდეთ. თქვენ 2023 წელს ბევრი შანსი გექნებათ იმისთვის, რომ განვითარდეთ. ეცადეთ შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ და წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. მთავარია, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. განსაკუთრებული სიფრთხილით კი მოსწავლეებთან ურთიერთობას მოეკიდეთ.
ქალწული მასწავლებლები ძალიან მოწესრიგებულები და ყურადღებიანები არიან. მათთან ურთიერთობა მოსწავლეებს ძალიან სიამოვნებთ. თავის მხრივ კი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მაქსიმუმს ითხოვენ და შრომისმოყვარეობით აღწევენ კიდეც. თქვენთვის ახალი წელი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება. ეცადეთ, მოსწავლეთა შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ, დაეხმაროთ და კარიერულადაც აუცილებლად განვითარდებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.