სიახლეები
სკოლები

„არა ძალადობას!“ - კარბის საჯარო სკოლაში საინტერესო კვირეული გაიმართა
26-12-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე პროექტები და აქტივობები ხშირად ეწყობა.

სამოქალაქო მასწავლებლის - ლალი მურაჩაშვილის ინიციატივით, სკოლაში გაიმართა საინტერესო კვირეული „არა-ძალადობას!“, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა.

მასწავლებელმა ისაუბრა ბულინგის სახეების შესახებ, თუ როგორ  უნდა აღმოაჩინონ და ებრძოლონ მას. ასევე, მოზარდებმა ფილმებიც ნახეს, შემდგომ კი დისკუსია გამართეს, სადაც ძალადობის გამოვლენის შემთხვევები და ქალთა მიმამრთ ძალადობა დაგმეს.

მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ ნათია თევდორაშვილის ინიციატივით, ნახატები და პოსტერებიც წარმოადგინეს. მათი გზავნილი იყო - „უთხარი არა ძალადობას!“, ხოლო ინგლისურის მასწავლებლებმა - ანა ქარელი-რაზმაძემ და ნათია გორგიშელმა კედლის გაზეთებზე იმუშავეს.  

„ასეთი საუბრები და ღონისძიებები სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის ყოველწლიურად იმართება, რათა დაიცვან როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებები და როდესაც ძალადობის გამოვლინებებს დაინახავენ ხმა აიმაღლონ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ, ამიტომ სკოლა, თანამშრომლობისთვის მათ მადლობას უხდის, განსაკუთრებით კი ლია გაბლიშვილს ემადლიერებიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება