სიახლეები
სკოლები

„მცირე მეწარმის ამოცანა“- წყალტუბოს N1 სკოლაში V კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
26-12-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის კომპლექსური დავალების - „მცირე მეწარმის ამოცანა“ პრეზენტაციები წარადგინეს. მათ მასწავლებელი მანანა წულაია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა შეძლეს უცნობი სიდიდის გამოსახვა (საგანთა უცნობი რაოდენობა); ამოცანის პირობიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება რიცხვითი თვისებების გამოყენება გამოთვლების გასამარტივებლად; როგორ ხდება რეალური ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის შესაბამისი განტოლების (ცვლადის შემცველი გამოსახულების) ჩაწერა; აჩვენეს, როგორ არის შესაძლებელი ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის. თან წარმოადგინეს თავიანთი მოიფიქრებული საყოფაცხოვრებო სიტუაციის ამსახველი ანალოგიური ტიპის ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც მათ განტოლების შედგენა დასჭირდათ.

აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.

„საინტერესო იყო მოსწავლეთა მიერ საკითხის განზოგადება იგივე საგანში და იდეების დაკავშრება ახალ სფეროსთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისტ-ის სწავლებისას მიღებული უნარების გამოყენებით (მასწავლებელი ინგა არაბიძე), მოსწავლეთა უმრავლესობამ კომპლექსური დავალების პროდუქტი წარმოადგინა Poverpoint-ის საპრეზენტაციო პროგრამით შექმნილი, რამაც, ასევე, შეუწყო ხელი, მოსწავლეებს გაეანალიზებინათ ყველა პროდუქტის ეფექტურობა, ბიუჯეტირება და გადაწყვიტეს, ყველა კომპლექსური დავალება ისტ-ის გამოყენებით შეასრულონ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება