თბილისის N136 საჯარო სკოლის მესამეკლასელები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ
26-12-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაკა კაციტაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში, სადაც მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამაში - ,,საახალწლო ტრადიციები“, მიიღეს.
მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, სადაც მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის გამორჩეული ექსპონატებია წარმოდგენილი.
ასევე მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის მიზანია ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებითა და ეროვნული კულტურით.
მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების საახალწლო წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ. მათ ბუნებრივი მასალით დაამზადეს ორიგინალური სათმაშოები.
მოსწავლეები ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ და შთაბეჭდილებების გაზიარება საკლასო ოთახშიც გააგრძელეს.