მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. Vა და Vბ კლასებში სკოლის მასწავლებელმა, საიდა კარაპეტიანმა ჩაატარა საახალწლო ზეიმი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
მოსწავლეები საზეიმო კოსტიუმებში გამოეწყვნენ, ცხოველების ნიღბები მოირგეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვითხრეს, მოსწავლეებმა თითოეული აქტივობა ხალისით შეასრულეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
ბავშვებმა ზეიმის დასრულებისას ერთმანეთს საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ყველას ბენდიერი შობა-ახალი წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენაში ეხმარება, რაც მათ მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება