ერტისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები და მისალოცი ბარათები დაამზადეს
26-12-2022
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, პირველი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს - მათ საახალწლო დეკორაციები და მისალოცი ბარათები დაამზადეს.
აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სასწავლო დღის ბოლოს პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.