TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ტრენინგების არაორგანიზებულობა, მშობლების უნდობლობა, მოსწავლეთა შეფასების სირთულები - რაზე საუბრობენ პედაგოგები მონიტორინგთან
07-01-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. გამოწვევებს შორის პედაგოგები არაორგანიზებულ შეხვედრებზე და სიახლეებისადმი უნდობლობაზე, კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზე, შეფასების სისტემებსა და მშობელთა უნდობლობაზე  მიუთითებდნენ.

გთავაზობთ პედაგოგთა შეფასებებს:

„რთულია კვირაში სამჯერ ტრენინგზე დასწრება, ძველი ჩართულები ვართ და ფაქტიურად, ერთსა და იმავეს იმეორებენ უკვე“;

„შეხვედრებზე ბევრი დამსწრეა და ნერიდება კითხვის დასმა“;

„ახალჩართული სკოლებისთვის პროცესში დაჩქარებულია, იქმნება შეგრძნება, რომ ცდილობენ ძალიან მცირე დროსი „დააწიონ“ წინა ეტაპებზე ჩართულ სკოლებს“;

„ხშირად ვერ ვახერხებ შეხვედრებზე დასწრებას ინტერნეტის პრობლემების გამო“.

„ძალიან ბევრი ცვლილება ხდება გზამკვლევში, მატრიცაში... ეს ჩვენს მოტივაციაზე ცუად მოქმედებს“;

„როდესაც რამე მეთოდ აირცევს სამინისტრო, მალევე ცვლის მას. შემდეგ იმავეს უბრუნდება და ეს აბნევს მასწავლებლებს“;

„ცოტა გაგვიადვილეთ ეს სეფასება, ეგება მე 30 ბავშვი მყავს, 30 მოსწავლის სოლო ტაქსონომიით შეფასება ძალიან რთულია. ძალიან ბევრი საწერი გაგვიჩდა... დიდი დრო მოაქვს...“

„სოლო ტაქსონომიით შეფასებასთან დაკავშირებით ბავშვები გამოთქვამენ უკმყოფილებას, რომ არ აისახა ქულაში შეფასება...“

გამოწვევებს შორის დასახელდა მშობელთა დამოკიდებულება - „ზოგიერთი თემის გარშემო კომპლექსური დავალებების შესრულება დროს მოითხოვს. მშობლებს აქვთ განცდა, რომ ერთსა და იმავე თემაზეა გაჩერებული მასწავლებელი, ეს უხერხულობას გვიქმნის...“

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში - „მოსწავლეთა რაოდენობა თუ არ შემცირდა კლასში გაგვიჭირდება მუშაობა. ფერხდება პრეზენტაციისა და უკუკავშირის პროცესი გაკვეთილზე“;

საათების პრობლემა უცხო ენასა და ტექნიკურ საგნებში - „საბაზო საფეხურზე საათების რაოდენობის მიხედვით ვერ შევძლებ ყველა თემატიკაზე ყველა მიმართულებით კომპლექსური დავალებების დადებას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება