მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ და ერთმანეთს საინტერესო ნაშრომებს უზიარებენ.
„მხატვრული ნიჭი ღვთის საჩუქარია და მათ, ვინც მას საკუთარ თავში აღმოაჩენს, აქვს გარკვეული ვალდებულება: იცოდეს, რომ ამ ნიჭს ფუჭად ვერ გაფლანგავს“ - აღნიშნავენ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სადაც მე-3 კლასის მოსწავლის - თებეა სორდიას ნამუშევრები ხელოვნების გაკვეთილზე გამოიფინა. თებეა სორდიამ თავისი ნამუშევრები თანაკლასელებს წარუდგინა. მოსწავლის კლასის დამრიგებელი ქ.დიაკონიძე გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლემ, თანაკლასელები, ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა, გაუზიარა გამოცდილება და ჩაატარა მასტერკლასი, რომლითაც თითოეულმა ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა თამამად სცადა.
„ცხადია, რომ თებეას ნახატების გამოფენას, დღითი-დღე შეემატება თითოეული მოსწავლის ნაშრომი. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებმა გააზრებულად იციან, „წარმატება მაშინაა სასიამოვნო, როდესაც მას ვინმეს უზიარებ“,- აღნიშნეს სკოლაში.
სკოლაში ერთსულოვნებაა, რაც გამოიხატება მათ სიტყვებში - „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა