მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობა ერთ-ერთი გავლენიანი პროფესიაა. პედაგოგი არის ის ადამიანი, ვინც ქმნის მომავალს. ყველა მოსწავლეს ახსოვს მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავდა მასზე, თუმცა იშვიათია ისეთი პედაგოგი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო და დაამახსოვრა თავი.
გიზიარებთ მსოფლიოში ცნობილი 5 მასწავლებლის ისტორიას:
კონფუცი
ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი 20 წლის ასაკში უკვე ცნობილი მასწავლებელი იყო. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც „ძი“ - „მასწავლებელი“.
კონფუციმ გადაწყვიტა, დაეარსებინა ტრადიციულ სწავლებებზე დაფუძნებული სკოლა, სადაც ადამიანი შეიმეცნებდა გარე სამყაროს, ადამიანებს და მაქსიმალურად გამოავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მოსწავლეები „სრულყოფილ“, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო ადამიანებად აღეზარდა. ამიტომაც ასწავლიდა განსხვავებულ დისციპლინებს, რომლებიც იმდროინდელ მკაცრ სამეცნიერო კანონებს ეფუძნებოდა. კონფუცი მკაცრი მასწავლებელი იყო. მისი ცნობილი ფრაზაა: „ის ვინც არ სვამს კითხვას „რატომ?” – იმსახურებს, რომ მე ვკითხო საკუთარ თავს: რატომ უნდა ვასწავლო მას?”
ალბერტ აინშტაინი
გერმანელი ფიზიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია. მის მიერ აღმოჩენილ ფორმულას, რომელიც მასასა და ენერგიას შორის ურთიერთქმედებას გამოხატავს- E=mc2- მთელი მსოფლიო იცნობს.
ჩვენ ყველანი ვიცნობთ ალბერტ აინშტაინს, როგორც ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს მსოფლიოში. თუმცა, როდესაც მან პირველად დაიწყო უნივერსიტეტში სწავლება, მის გაკვეთილებს ყველა სტუდენტი არ ესწრებოდა ძირითადად იმიტომ, რომ ის ისეთი გენიოსი იყო, ბევრს გაუჭირდა მისი სწავლების ენის გაგება. თუმცა, როდესაც აინშტაინის თეორიები პოპულარული გახდა, აუდიტორიები გადაივსო. ალბერტ აინშტაინი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც გატაცებული იყო თავისი სფეროთი. მან წაახალისა ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მათემატიკით და ფიზიკით. აინშტაინის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია: „ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო.“
მარია მონტესორი
მარია მონტესორი იყო პირველი ქალი ექიმი იტალიაში. მოგვიანებით კი შეიმუშავა მონტესორის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც დღესაც მთელ მსოფლიოში გამოიყენება. მონტესორი სამედიცინო სკოლის ინსტრუქტორად მუშაობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ბავშვის განვითარების კვლევასა და შესწავლის შემდეგ, ის განათლების სფეროში გადავიდა და ბავშვებისთვის სწავლების პროგრამა შექმნა (მოგვიანებით ცნობილი როგორც მონტესორის მეთოდი).
28 წლის ასაკში მონტესორი სკოლის დირექტორი გახდა. სწავლების მისეული თეორია აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლისუუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს.
მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ აჩვენა, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები ტრადიციული სკოლების მოსწავლეებზე კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. მონტესორის პედაგოგიკა აქტუალობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს და აქტიურად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.
ჯოან როულინგი
სანამ ჯოან როულინგი პოპულარული მწერლობით გახდებოდა, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ — პირველი წიგნია ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც სწორედ ჯოან როულინგია. იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. მისი მოსწავლეები, მასწავლებლის წარმატებით, ალბათ, ძალიან ამაყობენ.
დედა ტერეზა
დედა ტერეზა, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ინდოეთში მონაზვნად მსახურობისას მასწავლებლად მუშაობდა. მან 17 წელი გაატარა კალკუტას სენტ მარიამის გოგონების საშუალო სკოლაში და მოგვიანებით სკოლის დირექტორად დაინიშნა. შემდეგ მან ჩამოაყალიბა საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა. დედა ტერეზა სწრაფად გახდა ცნობილი, როგორც ღარიბებისა და ავადმყოფების მხსნელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს მასწავლებლები - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...