მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით, მოსწავლეების პირველი გასვლითი კონფერენცია ჩატარდა.
კონერენცია სოფელ ყინჩაურში, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. მისი თემა იყო - „სხალთა- საქართველოს გულია“.
სკოლის წარმამდგენლებს მუზეუმის დირექტორმა იზოლდა სურმანიძემ უმასპინძლა. მათ ერთად მოინახულეს 19 აპრილის მემორიალი, გაიხსენეს ხეობაში განვითარებული მოვლენები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილების ხსოვნას.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორ დარიკო მელაძეს, სკოლის ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს, ასევე, მუზეუმის ხელმძღვანელ იზოლდა სურმანიძეს და ყველა მონაწილეს.
„საინტერესო იყო მუზეუმში განთავსებული ექსპონატების მონახულება. მუზეუმის ხელმძღვანელმა ამომწურავად მოუთხრო მსმენელს ხეობის ისტორიული ფაქტების შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კონფერენციაში სკოლის კათედრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შემდეგი თემები წარადგინეს:
ქართული ენა ლიტერატურა - „ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოპოვებას სხალთის ეკლესიის შესახებ."
პედაგოგები: მზევინარ ცეცხლაძე, ფატმან ცეცხლაძე.
მომხსენებელი: ირა ბოლქვაძე XI კლასის მოსწავლე;
უცხო ენა - „მე ვარ გიდი- სხალთის მონასტერის აღწერა "
პედაგოგები: თამილა ჯორბენაძე, იამზე ბოლქვაძე
მომხსენებელი: VII კლასის მოსწავლეები: ანრი მახარაძე, ელისო კოჩალიძე;
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება