მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამსახურის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
კაპიტანმა გიორგი მარუაშვილმა და კაპრალ-სპეციალისტმა თამარ გორგილაძემ მოსწავლეებმათნ შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანიც მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება და ამ მხრივ, ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრას განახლების, ჩაოსა და ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. დასასრულს, მოსწავლეებს მცირედი საჩუქრები გადაეცათ.
„პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებისათვის საყურადღებო თემებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება