მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, „ინოვატორთა კლუბი“ იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ, წინსვლას უსურვებენ. ამ დიდ სიხარულს სოციალურ ქსელში პედაგოგი დარიკო მელაძე აზიარებს.
„ზღვა ემოცია მაქვს...ჩემი სკოლის „ინოვატორთა კლუბი" იდეების კონკურსში ერთერთი გამარჯვებულია.
ქეთა ოჯახიშვილი, ქეთი ცეცხლაძე, ნინი ბოლქვაძე, მუხრან კოჩალიძე, მარადი ართმელიძე - ყველა განსაკუთრებულები მყავს,მაგრამ თქვენ ოქროები ხართ, ბაჯაღლოები.
წინ თბილისი გველოდება. ვიცი, ჩემი ინოვატორები იქ ყველაზე საინტერესოდ წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს.
ჩემი ბავშვები ყველაზე მაგრები არიან....
ყველაზე დიდი მადლობა მათ გარჯისთვის, ზაფხულის ცხელ დღეებში ჩემი ატანისთვის, ახლა უდიდესი სიხარულისთვის!ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრს მადლობა ამ შესაძლებლობებისათვის..
მადლობა ჩემს დირექტორ ლია ბოლქვაძეს.
მადლობა ჩემი სკოლის ყველა პედაგოგს თანადგომისთვის, დახმარებისთვის...
დარაჯს, ყველას.
იმათ, ვინც მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ მუშაობას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ჩვენი სკოლა ყველაზე მაგარია“,- აღნიშნავს დარიკო მელაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება