მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, Iბ კლასში ჩატარებული ხელოვნებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი.
შთამბეჭდავი გაკვეთილი პირველკლასელებს პედაგოგებმა - მარიამ ჭულუხაძემ და სალომე კაკაურიძემ შესთავაზეს.
მასწავლებლებმა მოსწავლეები მრავალფეროვან, სახალისო და საინტერესო აქტივობებში ჩართეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას.
„გაკვეთილი პედაგოგების მიერ დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ მოსწავლეების გონებაში ღრმად დარჩენილიყო. ხელოვნება მშვენიერების სამყაროა, რომელიც აღსავსეა მუსიკალური ბგერებით, ფერებითა და მხატვრული სიტყვით. მოსწავლეებმა ისაუბრეს სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ, სამი ძირითადი ფერისაგან პრაქტიკულად თვითონ მიიღეს შედგენილი ფერები. ისაუბრეს არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ ინგლისური სიმღერითაც შეძლეს ჯადოსნური ფერების გადმოცემა. მათ სიმღერა - my favorite colour შეასრულეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
პირველკლასელებმა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ აპლიკაციებით შექმნეს ლამაზი ნაძვის ხეები, საახალწლო ბაფთები და წინდები, გააფერადეს თოვლის ბაბუის ამსახველი დეკორაციები. მათმა ნამუშევრებმა საპრეზენტაციო კუთხეში დაიდო ბინა.
შემდეგ კი პატარებმა სიმღერით - Am so happy! საყვარელ მასწავლებლებს ყველა სურვილის ახდენა, ბედნიერი და ფერადი ცხოვრება უსურვეს.
„ხელოვნებას ესთეტიკური აზროვნების გასაღებს უწოდებენ, გასაღების ყოველ გადატრიალებაზე, მის ყოველ გახსნაზე ვზრდით პიროვნებას, ვზრდით მის კეთილშობილებას, ჰუმანურობასა და კაცთმოყვარეობას! გაკვეთილზე თანმიმდევრულად ტრიალებდა გასაღები და მოზარდებში მკვიდრი წარმოდგენების ფორმირებას უწყობდა ხელს.
ინტეგრირებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს საშუალება მისცა ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოეყენებინათ მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. ამან კი საინტერესო და სახალისო გახადა სასწავლო პროცესი და აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგებს - მარიამ ჭულუხაძეს და სალომე კაკაურიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება