მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასი ახალი წლისთვის ემზადება.
მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნარგიზ ხახუტაიშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო და მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს. მეორეკლასელებმა წარადგინეს საინტერესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან სახალისო და სასიამოვნო დღედ ჩაიბეჭდა გონებაში. კიდევ უფრო აუმაღლდათ საზეიმო განწყობა და ახალი წლის მობრძანებას აციმციმებული თვალებით ელიან.
„არაჩვეულებრივი დეკორაციები, მრავალფეროვანი სიმღერები, ლექსები და მხიარული თოვლის პაპა სასიამოვნო განწყობას ქმნის“, - გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება