მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. იმისთვის, რომ მოსწავლეებს სიღრმისეული განათლება მისცენ მასწავლებლები მოზარდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.
სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა. 22 დეკემბერს, მე-6 და მე-7 კლასებში ორენოვანი დამხმარე მასწავლებლისა და ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, პროექტი „საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ჯგუფურად მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს კუთხეებზე, ისაუბრეს თუ რომელ კუთხეში ეკონომიკის რომელი მიმართულება იყო და არის წამყვანი, ასევე გაიხსენეს ისტორიული ძეგლებზე. წაიკითხეს ლექსები და იმღერეს სიმღერები ქართულ ენაზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება