მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, კონკურსი თუ პროექტი აქტიურად იმართება.
26 დეკემბერს, მე-5ა კლასში, დამრიგებელ ინგა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური ვიქტორინა - „მინდა ყველაფერი ვიცოდე“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე ზოგადი ცოდნა წარმოაჩინეს.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც - ვიქტორინაში „ლეგენდები“ დაწინაურდა.
„ვიქტორინამ მოსწავლეებს დაანახა, რომ ცოდნის შეძენა ყოველდღიური პროცესია და რაც უფრო მეტს გაიგებ, მით უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება