სათხის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
27-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების მონაწილეობით გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელსაც კლასის დამრიგებელი არმენუჰი ნორისრაელიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მუსიკალური ნომრები და წაიკითხეს ლექსები. საახალწლოდ მორთულ საკლასო ოთახში, საგანგებოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით მიულოცა სასკოლო თემს დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო უსურვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო, რისთვისაც სკოლის დირექცია, მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს მადლობას უხდის.