„მათემატიკა ჩვენი წარმატების გასაღებია!“- დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
27-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მე-5 კლასში მათემატიკაში საინტერესო, არასტანდარტული გაკვეთილი-ღონისძიება ჩატარდა.
მე-5 კლასელებისთვის ღია გაკვეთილი მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სლოგანით - „მათემატიკა ჩვენი წარმატების გასაღებია“, დაგეგმეს.
მისი მსვლელობისას ორი თემა - „ლუწი და კენტი რიცხვები“ და „მარტივი და რთული რიცხვები“ წარადგინეს. მერვეკლასელებმა ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია power point-ში ააწყვეს.
თემის შეჯამებისა და უკუკავშირისთვის მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს, სადაც მეხუთეკლასელებმა თავიანთი საყვარელი რიცხვი და მისი დახასიათება დაწერეს.
გაკვეთილზე დამსწრე მასწავლებლებმა და დირექციამ გაკვეთილი შეაფასეს, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნილებებზე დაფუძვნებული. მათ მერვე კლასს სერტიფიკატიც გადასცეს.
„იმისათვის, რომ მიაღწიონ გაკვეთილის მიზანს, მერვეკლასელებმა თავიანთი მასწავლებლის მეტაქსია არაქელიანის დახმარებით. მოამზადეს მრავალფეროვანი აქტივობები. გაკვეთილის თემა წარადგინეს power point პროგრამით. ამავე პოროგრამით შექმნილი იყო ასევე სხვადასხვა აქტივობები, რათა თემა უფრო საინტერესო და თვალსაჩინო ყოფილიყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.