ფურტიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი კალათბურთში აჭარის ჩემპიონი გახდა
27-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა გუნდმა კალათბურთის შეჯიბრში წარმატებას მიაღწია.
თავდაპირველად, ისინი შუახევის სასპორტო სკოლაში გამართულ შესარჩევ ტურში - „აჭარის სასკოლო ლიგის - 3X3 კალათბურთში“ მონაწილეობდნენ და პირველი ადგილი დაიკავეს.
რის შედეგადაც ბათუმში გამართულ შეხვედრაში - „საქართველოს სასკოლო ლიგა 2022, აჭარის სასკოლო ლიგა“ ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარატებით გამოავლინეს, პირველი ადგილი მოიპოვეს და აჭარის ჩემპიონები გახდნენ.
მასწავლებელი და მოსწავლეები თასით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლა გულითადად ულოცავს და მადლობას უხდის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებელს ბატონ რომან მიქელაძეს მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- წერია მისალოც წერილში.