გურძემის საჯარო სკოლის მე-10 კლასში სასწავლო პროექტის - „ადამიანის უფლებები“ პრეზენტაცია მოეწყო
27-12-2022
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებელის კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით, მე-10 კლასში სასწავლო პროექტის - „ადამიანის უფლებები“ პრეზენტაცია მოეწყო.
აღნიშნულ პროექტზე მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესო პრეზენტაცია ააწყვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
საბოლოოდ, პრეზენტაციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.