სიახლეები
სიახლეები

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა
29-08-2016
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, ანუ გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტი. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, პროცენტულად ეს მაჩვენებელი შარშანდელის მსგავსია.

მაია მიმინოშვილმა განმარტებით, დაახლოებით 500 აბიტურიენტი იყო ისეთი, რომელთაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ მითითებულ ფაკულტეტზე ვერ მოხვდნენ. მიმინოშვილის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ოცივე არჩევანი არ ჰქონდათ დაფიქსირებული და სულ 5-მდე ფაკულტეტი მიუთითეს.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს გარეთ დარჩენილ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობას, მიმინოშვილის თქმით, საერთო ჯამში ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 37 ათასი აბიტურიენტი გავიდა და აქედან დაახლოებით 10 ათასამდე აბიტურიენტი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცდების შედეგად დაახლოებით 3000 მათგანი კონკურსს გამოეთიშა.

რაც შეეხება გრანტებს, 1112-მა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, 70%-იანი გრანტი 1456-მა, ხოლო 50%-იანი 4078-მა აბიტურიენტმა. ჯამში სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. ამ რიცხვს ემატება ის 3800 პირველკურსელი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება