ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო საახალწლო წარმოდგენით წარდგნენ
27-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, მე-2 კლასში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„მოსწავლეებმა მანანა მასწავლებელთან ერთად საინტერესო საახალწლო წარმოდგენა გვიჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ვირუსის გამო აცდენდნენ, ლამაზი და დახვეწილი წარმოდგენა ვნახეთ ისეთი, როგორიც მანანა მასწავლებელს სჩვევია...
ახალ წელს გილოცავთ, ჩემო საყვარლებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.