სიახლეები
სიახლეები

მომავლის მოთხოვნადი პროფესიები
04-01-2023
-
+


პროფესიის არჩევა რთული და საპასუხისმგებლოა, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი საქმიანობა, რომელსაც ავირჩევთ.  მთავარი კი ისაა, რომ  არჩეული პროფესია გვიყვარდეს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თანხვედრაში იყოს ჩვენს შესაძლებლობებთან.

დროსთან ერთად საზოგადოებაში ინტერესებიც იცვლება. ადრე თუ ექიმის და იურისტის პროფესია იყო აქტუალური, ახლა სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ აიტის, საინჟინრო და მარკეტინგის სფეროები იკავებენ მოწინავე ადგილებს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობები  გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიების ხანაა ძალიან მოთხოვნადი გახდა, ამასთანავე აღნიშნული სფეროები მაღალანაზღაურებადია.

კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ,  რომ მაღალია მოთხოვნა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტექნიკოსებზე (12%),  რაც უკავშირდება კომპიუტერული ქსელის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ოპერირებასა და მხარდაჭერას.

ინტერნეტ-რეკლამა და მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. ის მოიცავს ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციას და გაყიდვას უწყობს ხელს. მარკეტერები საფუძვლიანად შეისწვალიან პოტენციური მომხამრებლის სურვილებსა და საჭიროებებს.

ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობა, ანუ პიარი მიიჩნევა, რომელსაც “ახალგაზრდა“ პროფესიად მიიჩნევენ. ამ პროფესიის მთავარი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანების აზრებსა და ქცევაზე. ახალგაზრდები ამ პროფესიას უკანასკნელ წლებში აქტიურად ეუფლებიან.

ძალიან პერსპექტიული და მომგებიანია ასევე სოციალურ ქსელებში მუშაობა, (პროფესია - სოციალური მედიის მენეჯერი) რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავოთ თანხა.

პროფესია - გაყიდვების მენეჯერი ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დამსაქმებლებიც აქტიურად ეძებენ შესაბამის კადრებს მათ ბიზნესში დასაქმებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება ადამიანებისთვის ძალიან მომგებიანია.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების გვერდზე გამოქვეყნებულ, საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა (66%) დასაქმების კერძო სააგენტოს HR.GE-ზე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა და დაახლოებით 70 000 შეადგინა. ვაკანსიების მიხედვით წამყვანი ადგილი უკავიათ ტექნიკოსებისა (23%) და მომსახურების (23%) სფეროს პერსონალს. მათ მოჰყვებათ ვაკანსიები სპეციალისტებისა და ოფისის პერსონალზე.

საბოლოოდ, ნებისმიერ პროფესიას, რომელსაც ავირჩევთ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და საქმე, რომელსაც ხელს მოვკიდებთ ბოლომდე, მონდომებითა და ინტერესით შევასრულოთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება