სიახლეები
სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონში ცვლილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა
27-12-2022
-
+


ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. საქართვლოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერილი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე 27 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

ცვლილების მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;

რეგისტრირებული დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი;

თუ ზემოაღნიშნული პირი 2024 წლის 1 იანვრამდე არ წარადგენენ თვითშეფასების დოკუმენტს მას უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.

ამ კანონის ამოქმედებიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე დადგენილებით შეიტანოს სათანადო ცვლილება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის მიზნით შექმნილი შესაბამისი ელექტრონული სისტემის წარმოების წესში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება