მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო, გასართობ, კულტურულ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობენ.
სკოლის მეორე კლასში ჩატარდა მინი-სპექტაკლი „სპილო და ჭიანჭველა“. „პატარა მსახიობებმა“ როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
როგორ სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლის მომზადება და წარმოდგენის ჩატარება მოსწავლეებისათვის სახალისო აღმოჩნდა და მათი თხოვნით მასწავლებელი შეეცდება შეძლებისდაგვარად ჩაატაროს მსგავსი ტიპის გაკვეთილები.
ღონისძიებას პედაგოგი ნადიე ქამადაძე ხელმძღვანელობდა. სკოლაში პედაგოგსა და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა