ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები კინოთეატრში გამართულ საახალწლო კარნავალში მონაწილეობდნენ
28-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას აქტიური, შემოქმედებითი, ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც ღონისძიებებსა თუ პროექტებში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ხარაგაულის კინოთეატრში გამართულ საახალწლო კარნავალში ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, პირველ მოადგილესთან - ვარლამ ჭიპაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ კარნავალში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, ხარაგაულის N2, ხარაგაულის N3 და ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეულმა მათგანმა დამსწრე საზოგადოებას წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა.