მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს საინტერესო აქტივობებით ეგებებიან.
სკოლაში „ბიოკლუბმა“ ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსი - „უცნაური ნაძვის ხე“ გამართა. ღონისძიებაში „ბიოკლუბის“ წევრი V-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრიდან ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალურად ეფექტური იყო.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორიგინალური იდეები და სრულიად განსხვავებული მასალებისგან შექმნეს მეტად კრეატიული ნაძვის ხეები.
კონკურსში I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
„ბიოკლუბი“ სკოლაში სასკოლო პროექტის - „ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა“ ფარგლებში შეიქმნა და მას პედაგოგი ნინო კაჭკაჭაშვილი ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“