სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს
28-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა.
ამჯერად, 1-ელი - მე-4 კლასების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორები კლასების დამრიგებელები იყვნენ.
ღონისძიების მიმდინარეობისას მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყანისა და მათი საახალწლო ტრადიციების შესახებ ისაუბრეს, გარდა ამისა, საინტერესო ნომრები შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ბავშვებმა ასევე შეასრულეს საახალწლო და საშობაო სიმღერები, რაც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, ტოლერანტული აზროვნების განვითარებას, ერთა შორის კულტურული ურთიერთობების დამყარებას ემსახურებოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.