დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
28-12-2022
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ნომრები დადგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მას ყველა მასწავლებელი და მშობელი ესწრებოდა.