მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. მოსწავლეები დამდეგ 2023 წელს საზეიმო ღონისძიებებით ხვდებიან.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ბედნიერი ახალი წელი და სურვილების ასრულება უფროსკლასელებმა უსურვეს. ისინი უმცროსკლასელების წინაშე საზეიმო პროგრამით წარდგნენ და პატარებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ საფარლოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“